ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 1 ბავშვია. 10 პირი კი დაშავდა.
“ოკუპანტები ხარკოვში კვლავ ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხარკოვის მაცხოვრებლებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და თუ აუცილებელი არაა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ახლა ძალიან საშიშია”. – წერს სინეგუბოვი.
კომენტარები