გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანული ინდუსტრიების ფედერაციის წლიურ შეხვედრაზე უკრაინასთან მიმართებაში თქვა:
ასევე, შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ერთგულება ლიტვისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.
“ევროპა და დასავლეთის დემოკრატიები არ ვეგუებით ძალადობრივ თავდასხმას უკრაინაზე. შესაბამისად, უკრაინას ფართო მასშტაბით მიეწოდა იარაღი და რუსეთს უპრეცენდენტოდ ძლიერი სანქციები დუწესდა. […] ეს სანქციები მუშაობს. დიახ, სანქციები ასევე ჩვენც გვაყენებს ზიანს. ზიანს აყენებს ჩვენს კომპანიებს, მაგრამ ეს სწორია”. – თქვა შოლცმა.
“თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, დემოკრატიას თავისი ფასი აქვს, მეგობრებისა და პარტნიორების სოლიდარობას თავისი ფასი აქვს და ჩვენ მზად ვართ ეს ფასი გადავიხადოთ”. – დაამატა შოლცმა.
მანამდე, გერმანიამ გადაწყვიტა უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით (MLRS) დახმარებოდა.
ეს გადაწყვეტილება 15 ივნისს, ბრიუსელში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღებული და მისი დასრულების შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა გამოაცხადა.
ლამბრეხტის თქმით, გერმანია უკრაინას M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის 3 სისტემას გადასცემს, საკუთარი GMLRS-ის ტიპის რაკეტებით, რომელთა სროლაც 70 კმ.-ის რადიუსზეა შესაძლებელი.
აქამდე 1-ელ ივნისს ჯერ აშშ-მ გადაწყვიტა უკრაინისთვის M142-ის ტიპის მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემების (HIMARS), შემდეგ, 6 ივნისს კი დიდმა ბრიტანეთმა M270-ის ტიპის MLRS-ების გადაცემა.
ასეთი ტიპის შეიარაღებას უკრაინა დონბასის რეგიონში სიტუაციის გამწვავების ფონზე ითხოვდა
კომენტარები