ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს:
“ეროვნული თანხმობააა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები? ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება, მეც ვიყო.
კიდე ერთხელ ვამბობ, ისევე როგორც წინა აქციაზე, მათ შორის, ბევრი ჩვენი მხარდამჭერიც იყო, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაცაა ქართული სახელმწიფოს საკადრისი. იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლებითაც ევროპა დღემდე ამაყობს. მგონია, საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას.”
კომენტარები