ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება და წერს:
“ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი”
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოპოზიცია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი და ვინ აღარ დაადანაშაულა, სალომე სამადაშვილს კი მოღალატე უწოდა: “ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს”.
კომენტარები