ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უკრაინიდან, დავით არახამიას პასუხის შემდეგ, რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო პასუხობს.
“გუშინ სიტყვით გამოვედი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ვთხოვე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემა. განვმარტე, რომ ხალხი რუსეთთან და პარაზიტ ოლიგარქთან მარტო არ უნდა დარჩეს. მომესმა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ის ამბობს, რომ არახამია ამას ევროპასა და შეერთებულ შტატებს ეხვეწებოდა. ვფიქრობ, სხვა არაფერი არ არის გასაკეთებელი. პრემიერსაც მოუსმინეს.
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის არსებული უფსკრულის შესახებ. დასკვნას ქართველები გამოიტანთ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა შეუძლია სხვა ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერის გარდა? ” წერს გონჩარენკო და ლინკს აქვეყნებს:
კომენტარები