ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდი პრემიერის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა და ფორმულასთან თქვა:
“ევროპარლამენტში არავის სურს, რომ ომი იყოს საქართველოში. რაც მოხდა 2008 წელს, იყო ტრაგედია და ყოველთვის გვემახსოვრება ის ადამიანები, ვინც დაიღუპა და დაზარალდა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ევროკავშირმა ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა 2008 წელს და რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას ძალიან სწრაფად დაუბრუნდა. ომი არასდროსაა გამოსავალი, ევროკავშირი არასდროს ურჩევს საქართველოს, რომ ომში წავიდეს.”
კომენტარები