ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს:
“ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაციით, თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნეს ქართველებმა, რომ ისინი მზად არიან, ევროპულ გზას გაყვნენ. მე მათ ვეუბნები – ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რათა ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის უფრო მისაღები არ ყოფილიყო. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, იპოვეთ ძალა, რომ მიჰყვეთ ევროპულ გზას. ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის ციხიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე.”
კომენტარები