ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა:
“ლიეტუვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარკებები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გვიან დაიწყო და ესტონეთიც უფრო მალე მიიწვიეს, თუმცა ამან ჩვენს ხალხს სტიმული მისცა და 2004 წელს ესტონეთს დავეწიეთ. ჩვენ ევროკავშირში მათთან ერთად გავწევრიანდით. აქედან გამომდინარე დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის გარკვეული პირობების გათვალისწინებით მკაფიო პერსპექტივის დასახვა იქნება.
თუ პირობები შესრულდება, მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმედგაცრუების მესიჯი. გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. ეს იყო მოტივაცია რომ რეფორმები გაგვეტარებინა.
თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული. თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული წარმატება.”
კომენტარები