ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ “მთავარ არხთან” ინტერვიუს დროს, თქვა:
”მე ყურადღებით წავიკითხე სამივე ქვეყნის განაცხადი და ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ნათლად არის დაფიქსირებული ევროპული პერსპექტივა, რაც პირველად დაფიქსირდა ევროპული ინსტიტუციის მიერ, ჩვენ ნათლად ვამბობთ, რეზოლუციაში, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ამიტომ პირობას ვდებთ, რომ მივანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველოს და ეს არ გადაიდება რამდენიმე წლით, უბრალოდ ამ ქვეყანას უნდა მიეცეს გარკვეული დრო, რომ გადადგას ნაბიჯები, რათა შეასრულონ ვალდებულებები.
ჩემი აზრით ეს ვალდებულებები საკმაოდ ლოგიკურია და ევროპარლამეტის წევრთა უმეტესობა ამას თანხმდება, ეს არის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივა. არავინ აპირებს საქართველოს მიტოვებას ან ამ ქვეყნის საქმის გვერდით გადადებას კომისიამ უნდა დაინახოს, საქართველოს მთავრობის ნება, რომ შეასრულოს ვალდებულები”
კომენტარები