ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ “მთავარ არხთან” ინტერვიუს დროს, თქვა:
“ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით ჟურნალისტებთან მოპყრობის გამო, ასევე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. არსებობს, ასევე კიდევ ბევრი საკითხი რომელიც გვაშფოთებს, მაგრამ პირდაპირ ვამბობთ, რომ არის პერსპექტივა და არც ისე შორეული, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვქონდა მრავალი პრობლემა ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მაგრამ არის გარკვეული კულტურა ამ პრობლემების მოგვარებისა.
ჩემი აზრით უნარი, სააკაშვილს საჭირო დახმარება გაუწიონ ნორმალურ პირობებში იქნებოდა ის ნიშანი, რომ მართლმსაჯულებაში არის უნარი და ეს აჩვენებს, უნარს რომ ექსტრემალურ სიტუაციებში რეაგირებას ახდენთ. ყველა რიგით პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულ პირობებში მიიღოს სამედიცინო დახმარება სააკაშვილის შემთხვევაში ამას ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს მისი პოლიტიკური პოზიციისა და ჟურნალისტური საქმიანობის გათვალისწინებით ასევე იმ ბრალდებებისა და არაპროპორციული სასჯელის გათვალისწინებით მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ოლიგარქი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მდიდარი ადამიანების ყოფნა ქვეყანაში. მე მინდა, რომ მოლდოვის მაგალითი მოვიყვანო. ახლა ევროპულ საბჭოში, პარლამენტსა და კომისიაში ამ ქვეყნის შესახებ შეკითხვები აღარ არის და თუ 4 წლის წინანდელ ვითარებას შევადარებთ, დაუჯერებელი საოცარი პროგრესი განიცადა მოლდოვამ.
ყველაფერი კი დაიწყო პლახატნიუკის მოშორებით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე გავლენის ბერკეტებით წართმევით, რაც დასავლეთის დახმარებით მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ამ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება. საქართველოში ჩემი აზრით, ყველა იცის, თუ ვინ ახდენს გავლენას ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.”
.
კომენტარები