ქართული ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ნინო სუხიშვილის მოსაზრებით, ევროინტეგრაციაში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ეკისრება.და დღევანდელ აქციაზე მისვლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
. შეიძლება, გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ რაღაცას შევასრულებთ და მერე გავხდებით, ახლა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ნაკლებ საფრთხეში ვიმყოფებით.
დღევანდელი აქცია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეების მოთხოვნა და სურვილი გაითვალისწინოს ევროპამ და მთელმა მსოფლიომ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მაგრამ აქ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთიანი უნდა იყვნენ– აცხადებს ნინო სუხიშვიული,
ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის- დღეს ქვეყანაში სახალხო, მშვიდობიანი პროტესტი იწყება. პარლამენტთან სამზადისი უკვე დაწყებულია. დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გამოდიან კულტურის სფეროს ის ადამინები, ვინც ფიქრობენ, რომ ახლა დუმილი და უმოქმედობა დანაშაულია და ის, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა, ხალხის ერთიანობამ უნდა შეძლოს, რადგან ისტორიული შანსი საბოლოოდ არ დავკარგოთ.
კომენტარები