ყოფილი დიპლომატი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, უერთდება დღევანდელ აქციას, მისი თქმით, ის ხელისუფლების ნაბიჯებში ვერ ხედავს სურვილს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გატარდეს.
“ევროპის უმაღლესმა ორგანიზაციებმა მოგვიწოდეს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, რათა მივაღწიოთ ჩვენს სანუკვარ მიზანს, რომლის განსახორციელებლად, ჩვენი მთავრობა, სამწუხაროდ, სათანადო ნაბიჯებს არ დგამს და არ არსებობს ის კეთილი ნება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებით წინ წაგვწევს.
ადრე თუ მეწინავე ვიყავით ამ ასოცირებულ ტრიოში, ახლა სამწუხაროდ, მაჩანჩალა ვართ.
დღევანდელი აქციაც ამ სამოქალაქო კონსოლიდაციის ძალიან კარგი საშუალებაა. “
კომენტარები