20 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო – დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე გადაიკეტა.ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე გამომსვლელებს შორის არ იქნებიან პოლიტიკოსები.
„სირცხვილიას“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტის კიბეებთან, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ისინი სააკაშვილისა და სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
„სირცხვილიას“ ლიდერებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.
როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა სცენიდან აქციის მონაწილეებს მიმართა, აქცია არ დაიწყება, ვიდრე სააკაშვილის მხარდამჭერები სცენის ტერიტორიას არ დატოვებენ.
კომენტარები