თამო კეშელავა
24 ივნისს, მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ არ მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის წოდება, მას შემდეგ, რაც თბილისში კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ იცვალა კანი, ფერი, ხმა, მიმიკა, ტონი, მიხვრა–მოხვრა და თქვენ წარმოიდგინეთ, ლექსიკაც კი. მართალია ისევ ზოგადი დაპირებები გასცა, თუმცა, ბევრად უფრო მშვიდად, აღარ უხსენებია ომის პარტია, ომის ჟურნალისტები, სისხლი, მოღალატეები და ა.შ. განაცხადა, რომ მზად არის ევროკომისიის პირობების შესასრულებლად, თუმცა, როგორ უნდა შეასრულოს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა, იმ პირობებში, რომ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ აღიარებს – უცნობია.
სოციალურ ქსელში, არაერთი ვერსია გაჟღერდა ღარიბაშვილის ტრანსფორმაციის, ზოგნი წერენ, რომ აქციის და ხალხის შეეშინდა, ზოგნი მის ცვლილებას ივანიშვილს აბრალებენ, რადგან, მოარული ხმების მიხედვით შესალოა, ის კიდევ ერთხელ გაუშვას ივანიშვილმა სახლში, ზოგნი თვლიან, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დააკარგვინა, კი უნდა იყოს კარგ ხასიათზე და მომბალი, აკი, სტატუსის განხილვის წინა დღეებში, 22 ივნისს ვერავინ და ვერაფერმა გააკავა პარლამენტში იმ გამოსვლაზე, რომელიც 24 ივნისს უნდა ჰქონოდა და 22 ივნისს გადმოიტანა, ზოგნი კი, წერენ, რომ უბრალოდ ბევრი დამამშვიდებელი საშუალება მიიღო.
სანამ საზოგადოება ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ცვლილებებს განიხილავდა, ირაკლი კობახიძეს ჰქონდა კიდევ ერთი ბრიფინგი და შეგვიძლია „მშვიდად“ ვიყოთ, „ოცნება“ არავის გამოუცვლია, ისევ იმ ტონალობაში, იგივე ლექსიკით წარადგინა პარტიული განცხადებები კობახიძე.
რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს? „ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.
-რა გგონიათ, რა იყო ღარიბაშვილის ასეთი ცვლილების მიზეზი?
-ირაკლი ღარიბაშვილის ცვლილების მიზანი და მოტივაცია არ უნდა იყოს ჩვენთვის საინტერესო. მოვისმინეთ (22 ივნისს), პრეზიდენტის უმწვავესი განცხადება პრემიერისადმი და სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებას ვერ გააკეთდებდა არაფორმალურ მმართველთან შეუთანხმებლად. შავი ღრუბლებია შემოჯარული, როგორც ჩანს ახლა მის თავზე და ის ისაუბრებს ისე, როგორი მთითებაც იქნება თავისი უშაულო მმართველისგან. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ პრემიერის პოსტი, შესძლოა, არ აღმოჩნდეს ღარიბაშვილისთვის ხანგრძლივი, რადგან ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიუტქტი, მისთვის მთავარია, პირადი უსაფრთხოება, ფინანსები, შვილების მომავალი და იცით, რომ არც ერთი მისი შვილი არ ცხოვრობს საქართველოში და დასავლეთში იმყოფებიან. ბუნებრივია, ამ ფორმატში, მისი ეს ამოცანები იქნება განმსაზღვრელი და ამისათვის, ყველა ნაბიჯს გადადგამს, მათ შორის, შესაძლოა იყოს, დასავლეთისთვის ტოქსიკურად მიუღებელი პრემიერის შეცვლაც. ამას გრძნობს ღარიბაშვილიც. ქართველ ხალხს არ აქვს მოდუნების საშუალება, რადგან ივანიშვილი, ითამაშებს ბოლომდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინტერესები იქნება შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან. როგორ მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი, როგორი ტონალობა ექნება რომელიმე ბრიფინგზე ღარიბაშვილს, ან კობახიძეს, ამისდა მიუხედავად, ქართულ საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიოდ დასახული მიზნები და თანამიმდევრულად უნდა იაროს ამ მიზნების შესრულებისაკენ – პირველ რიგში, ეს გახლავთ ის, რომ დაიწყოს დეოლიგარქიზაციის პროცესი, ან ბიძინა ივანიშვილის ფორმალური და არაფორმალური გავლენების განულება ქართულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. როგორც ვხედავთ, ის გავლენას ახდენს არამხოლოდ ქართულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის ევროპულ პერსპექტივაზე და რეგიონში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებზე. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დასავლელი მეგობრების და პარტნიორების ინტერესები არის თანხვედრაში, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით. რა ნაბიჯებს გადადგამს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსური და პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და როგორ დააკლაგებს საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს, ამის ამოცანა არ არის ჩვენი კონტროლი, ჩვენ საკუთარი ამოცანების შესრულება გვევალება
–მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი, საჭადრაკო დაფაზე, თეთრი ფიგურებითაც თავად თამაშობს და შავი ფიგურებითაც, გეთანხმებით იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი, ივანიშვილის გარეშე, ვერ უწოდებდა ღარიბაშვილს იმ სიტყვებს, როგორც მოიხსენია, ასევე, მეორე მხრივ, ვერც ღარიბაშვილი გაბედავდა ივანიშვილის თანხმობის გარეშე თქმას, რაც 22 ივნისს პარლამენტის შენობაში თქვა, ვერ იქნებოდა ასე აგრესიული, ვერ დასწამებდა ცილს ევროპარლამენტარებს და ა.შ. ღარიბაშვილმა აიძულა ევროპარლამენტარები, მათ 23 ივნისს მისთვის გაეცათ პასუხები, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მომავალზე ესაუბრათ. პრინციპში, თუ მათი გეგმა მართლაც იყო ის, რომ ვერ მიგვეღო კანდიდატის წოდება, ეს გამოუვიდათ – რატომ ვართ დაზღვეულნი, რომ ახლა არ გადამალავს ღარიბაშვილს, კობახიძეს, წულუკიანს და ზოგადად, მმართველი გუნდის აგრესიულ ფრთას, არ წარადგენს შედარებით ნაკლებადაგრესიულ, მაგრამ ისევ უმოქმედო გუნდს და წლის ბოლოს არ გვეტყვის – აი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სტატუსის მისაღებად, მაგრამ…
–ეს აღვნიშნე ზუსტად, იმისდა მიუხედავად, ის რას მოიმოქმედებს და რას იტყვის, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანები და ეს ამოცანები არის ბიძინა ივანიშვილის ფორმალური და არაფორმალური გავლენების განულება, ქართულ პოლიტიკურ–ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. ეს არის ჩვენი საზოგადოების ნომერ პირველი ამოცანა, ეს ამოცანა დაგვისახა დასავლეთმა, იმისათვის, რომ ვიაროთ წინ ჩვენი ევროპული პერპექტივისკენ. გამოცდილება დიდი გაქვს ჩვენ და ჩვენ დასავლელ მეგობრებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობა უბრალოდ შეუძლებელია, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მისი ჩვევაა გადაგდება, ის არ არის სამედო პარტნიორი არავისთვის პოლიტიკაში, ის არ აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის საიმედო პარტნიორი. ჩვენ ჩვენი მკაფიო მიზნები გვაქვს, მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ, ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ისინი რეაგირებდნენ ჩვენ დღის წესრიგზე და არა ჩვენ მათ განცხადებებზე.
-იმედი გვაქვს, რომ ღარიბაშვილს ექნება რეაგირება და დაგვთანხმდება, დაიწყოს ევროკომისიის პირობების შესრულება?
–ღარიბაშვილი გააკეთებს მხოლოდ იმას, რასაც მას უკარნახებს ბიძინა ივანიშვილი, თუ საერთოდ ჩათვალა საჭიროდ, რომ მას რამე უკარნახოს. ჩვენ უნდა დავაყენოთ ჩვენი მოთხოვნები. გვაქვს 12 პუნქტი, (ევროკომისიის და ევროპული საბჭოსრეკმენდაციებიდან), რომელიც 6 თვის განმავლობაში უნდა შევასრულოთ, მათ შორის, სასამართლოს თემა, პოლიტპატიმრების საკითხი და სხვები – ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს ეს საკითხები ჩვენი მოთხოვნის საგანი, და ყოველდღიურ რეჟიმში, ხელისუფლება უნდა იყოს პრესინგში. თუ ისინი არ დაგვთანხმებიან იმაზე, რომ იარონ იმ გზით, რაც ევროკავშირმა და ევროკომისიამ დაგვისახა თავის რეკმენდაციებში, რასაკვირველია, მაშინ ნომერ პირველი მოთხოვნაა, მათი გადადგომა.
-უკვე ღიად თქვა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე უარი ღარიბაშვილმა 22 ივნისს და დღეს იგივე გაიმეორა – ამბობს, რომ არ გვყავს პოლიპატიმრები, სასამართლო კარგია, რომ დემოკრატია ჰყვავის, რომ მოძალადეების წახალისება არ ხდება, ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის – ეუბნება ევროკომისიას და ევროპულ საბჭოთ, თქვენ რასაც ითხოვთ, ეგ ისედაც გაკეთებული გვაქვს და აბა, როგორ გავაკეთოთო – თუ არ აღიარებს პრობლემის არსებობას, მაშ, როგორღა გადაჭრის?
–თუ ამ გზით ივლის, რასაკვირველია გვრჩება ერთადერთი გზა, ვუთხრათ ევროპულ პარტნიორებს, ჩვენ ხელისუფლებაში ქართული ოცნება აღარ გვყავს – ეს უნდა ვუთხრათ და დარულდება ყველაფერი ამით!
–იმედი გაქვთ რომ ივანიშვილი არ წავა ბოლომდე? არ გამოიყენებს 90–იანი წლების რუსული ბიზნესის წესებს? არ წავა სისხლისღვრაზე?
–ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ დიდ პოლიტიკაში არ პატიობენ რაღაცებს და ამის გამოცდილება გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი არ არის პუტინი, არ არის იმ ქვეყნის მმართველი, რომელსაც ხელში აქვს ატომური ბომბის გამშვები ჩემოდანი, მის მიმართ დამოკიდებულება იქნება ძალიან უშეღავათო. ბიძინა ივანიშვილი კი არა, კარგად გაიხსენეთ, გავლენებით, შესაძლებლობებით და ყველა რესურსით რაც კი არსებობს, 100 თავით მაღლა იდგა კადაფი ივანიშვილზე, მაგრამ როდესაც წავიდა იმის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგაც არ შეიძლებოდა წავსლა, მან მიიღო ისე, როგორც მიიღო და დაასრულა ისე, როგორც დაასრულა. არის დიდ პოლიტიკაში თამაშის გარკვეული წესები, რომლის დარღვევის უფლება არავის აქვს. ბიძინა ივანიშვილს, სამწუხაროდ, ჰგონია,იმავე პრინციპებით ითამაშებს, რა პრინციპებითაც 90–იან წლებში რუსულ ბიზნესში თამაშობდა, დიდ პოლიტიკაში, დიდ ავიაციაში ასე ვერ გააგრძელებს. გაგრძელება იქნება იმის ადეკვატური, როგორც, რამდენადაც გონივრულად მოიქცევა თავად.
კომენტარები