ლევან ჯავახიშვილი
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მოგვცეს ევროკავშირის პერსპექტივა, რომელიც ისედაც გვქონდა. უბრალოდ, სახელი არ ერქვა. ევროკავშირის პერსპექტივა გზა იყო ევროკანდიდატობამდე და ამ გზით ისედაც მივდიოდით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი არ გააფუჭა. ევროპერსპექტივა არაფერი მიღწევა არ არის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ხელისუფლება. ჩვენ ერთ ადგილას ვდგევართ და წინ არ მივდივართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკან მივდივართ. რატომ? იმიტომ რომ სხვები წინ მიიწევენ და მათ ჩამოვრჩებით. შესაბამისად, საბოლოოდ, ეს ერთ ადგილას დგომა უკუსვლაა და სხვა არაფერი. ევროკანდიდატობის ჩაშლით ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ყველაფერის შემგუებელმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქვეყანას უღალატა. ქვეყანას ევროპასთან, ცივილიზებულ დასავლეთთან უფრო დაახლოებისა და შემდგომში ინტეგრაციის შანსი დააკარგინა და შესაძლოა, სამუდამოდ. უკეთეს შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ხელისუფლების ხელში ევროპასთან მიმართებაში წინსვლა არ გვიწერია. არც იმ მოთხოვნებს უწერია განხორციელება, რომელიც ამ ევროპერსპექტივას მოაყოლა ევროკომისიამ – 6 თვეში თუ ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, მაშინ საქართველოსთვის ევროკანდიტატობის სტატუსის მინიჭების საკითხს ისევ განვიხილავთო. ეს ზღაპარია. არ შესრულდება ეს მოთხოვნები და ეს ევროკავშირმაც კარგად იცის. იცით, რას ნიშნავს 6 თვეში, ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული 12 პუნქტის შესრულება? ბიძინა ივანიშვილმა რაც 10 წელი რუდუნებით აშენა, იმ ავტოკრატიული სისტემის დანგრევას, რაც 10 წელი აკეთა, იმის საპირისპიროს კეთებას 6 თვეში, თან ისე, რომ იმ 10 წელიწადში ნაკეთებ-ნაშენების კვალიც არ დარჩეს. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ამ 12 პუნქტის შესრულება ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას, თავისთავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური, ქვეყნის სამართავი ყველა ბერკეტის ნებით დათმობას და ბოლოს, ამ ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების გასამართლებას, ისევ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლესი კლანის თამადობით. ამ კლანის წევრები კი ივანიშვილის მეგობრები ვანო ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის ძმები, სიძეები, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და სხვა უახლოესი ადამიანები არიან. ახლა თუ ვინმეს სჯერა, რომ 6 თვეში ამ 12 მოთხოვნიდან ნახევარი მაინც შესრულდება, მიამიტია და თუ არა და ვურჩევ ფსიქიატრს გაესინჯოს. ეს 6 თვე, დროის გაწელვა, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების გადადებაა, სხვა არაფერი.
ევროპისკენ უკუსვლამ ბევრი დაგვაკარგინა. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. უკრაინა ჯერ ომშია და თავს შევიკავებ, მას მაგალითად არ მოვიყვან, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი მოლოდოვაც გახდა და მალე გამოჩნდება, ეს ქვეყანა როგორ სწრაფად განვითარდება ყველა მიმართულებით. 2-3 წელიწადში ამას დავინახავთ. ჩვენ? საქართველოს მომავალი გაუყიდა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ. საკუთარ ქონებას და კომფორტს ანაცვალეს ჩვენი შვილების და შესაძლოა, შვილიშვილების მომავალიც.
ევროკანდიდატობიდან, ვიდრე ევროკავშირის წევრობამდე, იმ ხუთ თუ ათ წელიწადში, ბევრ სიკეთეს მოგვიტანდა. ყველას არ ჩამოვთვილი, მთავარს ვიტყვი. განათლების სფეროში გვექნებოდა წინსვლა და ამას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები ცალ-ცალკე გააკეთებდნენ. გაიზრდებოდა ევროპულ სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ქართველ მოსწავლეთა და სტუდენტთა უცხოეთიდან დაფინანსება. ამუშავდებოდა სხვა და სხვა პროექტები და ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მიეცემოდათ უცხოეთში სწავლის საშუალება. ამგვარი პროგრამები დღესაც არის, მაგრამ გაიზრდებოდა მათი რაოდენობა. ლამის მთელ სახელისუფლებო ელიტას უცხოეთში აქვს დამთავრებული კოლეჯები, უნივერსიტეტები და სულ მცირე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მაინც აქვს გავლილი. ბევრი უცხოეთში მუშაობდა, მაგრამ მათგან ერთს არ დასცდენია, რომ ევროკანდიდატობა გაზრდიდა ამ პერსპექტივას და ეს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავად უცხოეთში, უმეტესობამ ევროპაში მიიღეს განათლება, საკუთარ შვილებსაც იქ ასწავლიან, მაგრამ ქართველი ხალხი გაიმეტეს, მათ შვილებს ეს შანსი წაართვეს. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირთან დაშორება იმ უკვე გაცვლით თუ სხვა სახის არსებულ სასწავლო პროგრამებსაც შეიწირავს, დაიხურება. ევროკავშირი უვიზო რეჟიმსაც გაგვიუქმებს, რადგან უკვე არაერთხელ მიგვანიშნეს, რომ რუსეთ-დასავლეთის ომში რუსეთის მიმართ კეთილგანწობილი სახელმწიფო ვართ. ქვეყანასთან დე ფაქტო და და იურე ომში იმყოფება რუსეთან და რუსეთისა და პუტინის გასაკრიტიკებელი ერთი სიტყვა ვერ ამოღერღეს ჩვენი ხელისუფლების ლიდერებმა. სამაგიეროდ, ფეხქვეშ გაიგდეს უკაინის პრეზიდენტი ზელენსკი, ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებას შენიშვნას აძლევდა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების და მისი დასანცქცირების მოთხოვნის მერე, შარვლიდან ამოხტნენ ივანიშვილის ხელის ბიჭები, ახვარი ქართველი პოლიტიკოსები და მათ ისეთი სიტყვები აკადრეს, ქუჩის ბიჭები რომ ელაპარაკებიან ერთმანეთს ბირჟაზე. ამ ნაძირლებს თავიანთვის ევროპული ცხოვრება უნდათ, ქვეყანას კი რუსეთისკენ მიაქანებენ. წაეთრიეთ რუსეთში და იქ იცხოვრეთ, თუ ეგრე შეგტკივათ გული რუსეთზე, თუ ეგეთი კარგია რუსეთში ცხოვრება.
აქ იმასაც ვიტყვი, რომ ევროკავშირთან დაშორება ამერიკის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიისა და სხვა ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობაზეც იმოქმედებს. განსაკუთრებით ამერიკასთან გაგვიფუჭებს ურთიერთობას, რადგან ამერიკისთვის სიგნალია ევროკავშირის გადაწყვეტილება და შესაბამისად, გადააწყობს ურთიერთობას საქართველოსთან. არც ევროპას, არც ამერიკას და დასავლეთის არც ერთ სხვა ქვეყანას არ აწყობს, იქ განათლება მიიღონ ქართველებმა და მერე, ამ განათლებულმა ადამიანებმა მათი მტრის, რუსეთის საქმე აკეთონ საქართველოში. შესაბამისად, მათი საწინააღმდეგო. რომელი გიჟი დაგახარჯავს ფულს და გასწავლის, როდესაც წინასწარ იცის, რომ ამ ცოდნას მის სამტროდ გამოიყენებ? აი, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რადგან მათ იმდენი დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საკუთარი ფულით მსოფლიოს ნებისმიერ პრესტიჟულ სასწვლებლებში გააგზავნიან თავიანთ შვილებს.
განათლებით დავიწყე და განათლებით დავასრულებ. გთავაზობთ ხელისუფლების სხვა და სხვა შტოს და სხვა და სხვა დონის რამდენიმე ათეული ადამიანის სიას, რომელთთაც უცხოეთში მიიღეს განათლება. მათგან ზოგმა საკუთარი ხარჯით, ზოგმა სახელმწიფოს დაფინანსებით, ზოგმა უცხოური სასწავლების თუ ქვეყნის დაფინანსებით, ზოგმა გაცვლითი და სხვა პროგრამებით მიიღო განათლება უცხოეთში. ეს, შეიძლება ითქვას მოკრძლებული სიაა იმ პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისა, ვინც უცხოეთში, სხვა და სხვა გზით მოახერხა სწავლა.
საქართველოს მთავრობის წევრები
- ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრი. 2002-2004 წწ.სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა – საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი.
- თეა წულუკიანი. ვიცე-პრემიერი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.1992 წ. დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი ფილოსოფიისა და ლიტერატურის განხრით; 2000 წ. დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA); 2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი (იურისტი); 2005 წელს მიენიჭა უფროსი იურისტის საკლასო ჩინი; 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან – მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე;
- ლევან დავითაშვილი. ვიცე-პრემიერი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.2002-2003 წლებში იყო MIP (მილანი) ბიზნესის მართვის მაგისტრი;
- ილია დარჩიაშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008-2011 – წ.წ.გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
- ლაშა ხუციშვილი. ფინანსთა მინისტრი.2002-2006 წ. წ.პრესტონის უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამა-მენეჯმენტი, დისტანციური სწავლების კურსი.
- რატი ბრეგაძე. იუსტიციის მინისტრი.2008 – 2011 წწ. – ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი -დოქტორანტურა; მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი: სამართლის დოქტორი (Dr.iur); 2006-2007 წწ. – ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი- მაგისტრატურა; მინიჭებული ხარისხი : სამართლის მაგისტრი (LL.M.); 2005-2006 წწ.- ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი (სამეცნიერო მივლინება); 2003 წ. – ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სასწავლო მივლინება);
- მიხეილ ჩხენკელი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
- თეა ახვლედიანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. 2006-2007 წწ. საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, სტრატეგიული კვლევების ევროპული ცენტრი (CERIS), ბრიუსელი, ბელგია.
ჩინოვნიკები
- გენადი არველაძე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. აქვს ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (City University of New York) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
- მარიამ ქვრივიშვილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. ბერკლის უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ) ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი. ბაკალავრიატი
- გურამ გურამიშვილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. ტრენინგები.2009წ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელი პირებისთვის – TRACECA გერმანია, ნიდერლანდები 2005წ. სასწავლო ტური აშშ-სა და შვედეთში – USAID and Booz Allen Hamilton, 2005 წ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელი პირებისთვის – TRACECA, ბუდაპეშტი 2004 წ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელი პირებისთვის – TRACECA, ალმატი 1996 – „სატვირთო გადაზიდვების ელექტრონული აღრიცხვა“ – “USAID” AED თბილისი
- ირაკლი ნადარეიშვილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.2007- 2008 წ. წ. Oxford Brookes University (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი.
- ლელა ჩიქოვანი. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა (თავდაცვის სისტემის ანალიზი და ეროვნული უსაფრთხოება) მაგისტრის აკადემიური ხარისხი. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია – თავდაცვის მართვა უსაფრთხოების ფართო კონტექსტში. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლა-თავდაცვის რესურსების მართვის კურსი.ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლა – შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა. შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი – ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიები.გერმანიის ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი -ლიდერობის პროგრამა. სტაბილურობის უსაფრთხოების, გარდამავალი პერიოდისა და რეკონსტრუქციის ოპერაციები
- გრიგოლ გიორგაძე. თავდაცვის მინისტრის მოადგილე. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა (OSI) და საზოგადოებრივი ინტერესების სამართლებრივი ინიციატივის (PILI) სტიპენდიანტი
- ირაკლი ჭიჭინაძე. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე.1998 – 2000წ.წ. თარბიათე მოდარესის უნივერსიტეტი, თეირანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა. სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტი.
- ნინო თანდილაშვილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 2015 წ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებული რიგით მე-5 ბირთვული სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ქ.ბადენი, ავსტრია. 2009 – 2010 წწ. ამსტერდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ევროპისა და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი.
- სოლომონ პავლიაშვილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 1994 წ.საჯარო სექტორის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა (TACIS). (დიდი ბრიტანეთი, ჩრ. ირლანდია).
- კარლო ამირგულაშვილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დეპრტამენტის უფროსი. 2008-2009 წწ. დრეზდენის ლაიბნიცის ინსტიტუტი – ბუნების დაცვა 2008 – 2011 წწ.დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი – რეგიონული განვითარება და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი.
- თამარ ტყეშელაშვილი. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.2015 წ. საერთაშორისო სავაჭრო სამართალი და პრაქტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში. Graduate Institute, ჟენევა. 2014 წ. მულტიმოდალური პროგრამა ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართალში. სენტ-ლიუსის უნივერსიტეტი, ბრიუსელი.
- ბექა ძამაშვილი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე.2012 წ.ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM), სამართლის მაგისტრი.
- ბუბა ლომუაშვილი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2009-2012 წწ.საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერება, დოქტორი (PhD), მატეა ბელას უნივერსიტეტი, ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი. 2007-2008 წწ.ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემები, საუნივერსიტეტო სერტიფიკატი, ბაზელის უნივერსიტეტი, შვეიცარია. 2003-2004 წწ. ინგლისური ენის კოლეჯი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
- კობა გვენეტაძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.2000 წ. დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ. აშშ – ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიატი. მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.
- არჩილ მესტვირიშვილი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი. 2002 წ. დაამთავრა „ტემპლის” (აშშ) უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.
24.პაპუნა ლეჟავა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წ. დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (AUBG) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით (ბლაგოევგრადი, ბულგარეთი).2010 წ. დაამთავრა IE ბიზნეს სკოლა ფინანსების მაგისტრის ხარისხით (მადრიდი ,ესპანეთი).
- ნიკოლოზ გაგუა.ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი.1998 წ. “ვენის გაერთიანებული ინსტიტუტი” (ავსტრია), ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრთან გათანაბრებული.2013 წ. “ვილიამს კოლეჯი” (აშშ), ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრი.
- ეკატერინე მიქაბაძე. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი2008 წ. დაამთავრა ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (იაპონია), ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით.
- ეკატერინე გალდავა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2002 წ. “ვილიამს კოლეჯი” (აშშ), განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ცენტრი.
- ნათელა თურნავა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2005-2006 წ.წ. გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით. 2014 წ. დაამთავრა დიდი ბრიტანეთის კამბრიის საგრაფოს უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით.
- თამილა ბარკალაია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 1998 EMMA WILLARD SCHOOL – ქ. ტროა, ნიუ იურკის შტატი, აშშ. 2004 – 2006 წწ. საზოგადოებრივ საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პიცბურგის უნივერსიტეტი – ქ. პიცბურგი, პენსილვანიის შტატი, აშშ.
- ანდრია ბასილაია. თბილისის მერის მოადგილე. 2003 წ. ნიუ-იორკი, აშშ. წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, ეკონომიკა/პოლიტოლოგია. 1995-1999 წ.წ. ვესტთაუნი, აშშ, ვესტთაუნის სკოლა.
- გიგა გიგაშვილი. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსხურის უფროსი. 2016 წ. Riga Graduate School of Law (რიგის სამართლის უმაღლესი სკოლა) – EU Law and Economics (ევროკავშირის სამართალი და ეკონომიკა) – Advance Programme (უმაღლესი პროგრამა). 2014-2015 წ.წ. European University Viadrina (ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი) ფრანკფურტი, გერმანია – საერთაშორისო სამართალი – დოქტურანტურა.
- გაიოზ თალაკვაძე. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი. 2004-2005 წ.წ. საფრანგეთი, კლერმონ-ფერანი, ოვერნის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განვითარების შესწავლისა და კვლევის ცენტრი, სპეციალობა: სახელმწიფო მმართველობა.
33.დავით კვინიკაძე. ვაკის რიონის გამგებელი. 2007-2009წ. – ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტი (უნგრეთი, ბუდაპეშტი). საერთაშორისო ბიზნესი. ხარისხი – მაგისტრი
თბილისის საკრებულო. „ქართული ოცნების“ წევრები.
- ზურაბ აბაშიძე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
1993 – 1995 წ.წ. სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტი, მანჩესტერ სითის კოლეჯი, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი. - ნინო რუხაძე. 2015წ. მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჰუგო გროციუსის სახელობის სტიპენდიანტი.
- ლევან აბაშიძე. 2016 – 2019 წ.წ. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU), იორკის უნივერსიტეტი (University of York) – ევროპული საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.
- ნიკოლოზ კახეთელიძე. 1992წ ავსტრიის სამრეწველო-სავაჭრო პალატის ინსტიტუტი. ბიზნესის ადმინისტრირების სრული კურსი.
- გიორგი ჩაკვეტაძე. გლაზგოს უნივერსიტეტი სამართლის სკოლა – სამაგისტრო პროგრამა.
- აკაკი ალადაშვილი. 1999-2005 წ. წ. გერმანია, ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, პირველი სახელმწიფო გამოცდა, სპეციალობა:სამართალმცოდნეობა. 2005-2007წ. წ. გერმანია, ქ.ფრაიბურგი, რეფერენდარიატი, მეორე სახელმწიფო გამოცდა, (Rechtsassessor).
- ზურაბ ჩიკვილაძე.1995 წ. ოფიციალური პირებისთვის განკუთვნილი სახალხო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის კურსი ქ. მაასტრიხტი
საქართველოს პარლამენტი. „ქართული ოცნების“ წევრები.
- შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე.1998-2000წ. წ. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს – სამართლის დოქტორის ხარისხი.
42.არჩილ თალაკვაძე. პარლემენტის თავმჯდომარის მოადგილე.2015 წ.ლონდონის ეკონომიკის სკოლა (LSE), აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამა.
43.დავით სერგეენკო. პარლამენტის თვმჯდომარის მოადგილე.1999 წ.ბერლინის გულის ინსტიტუტი, კვალიფიკაციის კურსი ანესთეზია-რეანიმაციაში. 2001წ. ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო – კვალიფიკაციის კურსი ბავშვთა ინტენსიურ თერაპიაში.
- ირაკლი ბერაია.2006 წ.ვესტმინსტერის უნივერსიტეტი სპეციალობა: დიპლომატიის მაგისტრი
- ნინო იობაშვილი. . 2009 წ. ბრემენის უნივერსიტეტი
სპეციალობა: ევროპული და საერთაშორისო სამართალის მაგისტრი (LL.M.Eur.)
46.ხათუნა კვიციანი. 2014 წ. რიჯენთსის უნივერსიტეტი ლონდონისპეციალობა: MA მენეჯმენტი (ადამიანური რესურსების მართვა).
47.ირაკლი კობახიძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2006წ. დიუსელდორფის ჰაინრიხ-ჰაინეს უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალის მაგისტრი
- ირაკლი კოვზანაძე.ლონდონის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, საერთაშორისო უმაღლესი საფინანსო და საბანკო სკოლა.
49.გივი მიქანაძე.2009წ. ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) სპეციალობა: სამართლის მაგისტრი.
- ანრი ოხანაშვილი. 2010წ. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პეციალობა: სამართალის მაგისტრი (LL.M.). 2020 წ. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი.სპეციალობა:სამართლის დოქტორი.
51.ნიკოლოზ სამხარაძე.2003 წ.ჰანოვერის უნივერსიტეტისპეციალობა:ევროპისმცოდნეობა.
52.დავით სონღულაშვილი. 2009 წ.გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.
- ვლადიმერ ჩაჩიბაია. 2002-2003წ.წ. გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი. 2007-2008 წ.წ. სწავლობდა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში.
- ნინოწილოსანი. 2015 წ.ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები.
- გიორგი ხელაშვილი. 2021წ. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი
კომენტარები