უკვე მერამდენე დღეა, სტიქია მძვინვარებს მცხეთა– თიანეთში, შსს-ს ინფორმაციით, მცხეთა-თიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს.
“მცხეთა-თიანეთის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო.
მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგალი. რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.” აცხადებს შსს.
უხვი ნალექის გამო მძიმე ვითარებაა მცხეთა-თიანეთში. ადიდებული არაგვი გზაზე გადმოვიდა, რამაც გაართულა სატრანსპორტო მოძრაობა მლეთასთან და გუდაურისკენ მიმავალ გზაზე.
კომენტარები