უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ოკუპანტებმა პოლტავას რეგიონში, ინდუსტრიული ქალაქი კრემენჩუკი დაბომბეს.
მისი ცნობით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები დიდ ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი.
“ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ცეცხლს ებრძვიან, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია.
რუსეთის არმიას საფრთხე არ ემუქრებოდა. არანაირი სტრატეგიული ღირებულება ობიექტს არ აქვს. მხოლოდ ადამიანების მცდელობა, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რაც ასე აბრაზებს ოკუპანტებს.
რუსეთი აგრძელებს თავის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ. მისი მხრიდან ადეკვატურობისა და ჰუმანურობის იმედის ქონას აზრი არ აქვს”- წერს ზელენსკი.
კომენტარები