პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“ვითარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ჩანს.
რატომ?
არც ერთი ხელისუფლება ამ ვითარებაში არ დაუშვებდა ისევ ჩინჩალაძის გამწესებას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
ვინ ვისი მძევალია ? მმართველი პარტია კლანის და ორივე ერთმანეთის მძევალი გახდა ??
ამ მაგალითითაც ცხადია, რომ რეალობის ადექვატური აღქმა ნოლს ქვემოთაა.
ყველა საუბრობს მართლმსაჯულების სანდოობის არარსებობაზე და ამ კრიტიკულ დროს ისევ დემოსტრაციულად კოლექტიური უსამართლობის სიმბოლო -ჩინჩალაძე ხდება მეორედ თანამდებობაზე.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არანაირი რესურსი კრიზისის დაძლევის ქართულ ოცნებას არა აქვს ?
არც რესურსი აქვს და არც ნება!
არც რეალობის განცდა და არც ქვეყნის მომავლის დარდი!
ეს სახიფათო დემოსტრირებაა ხალხის წინააღმდეგ მოქმედების !
არაკონსტიტუციურია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც დარჩა 10 წევრით და არა 15 -ით როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
ამ საბჭოს ყველა გადაწყვეტილების კანონიერება ეჭქვეშ დგას .
და რას აკეთებს პარლამენტი, რომელიც არღვევს ყველა ვადას და არ აცხადებს კოონკურსაც კი იუსტიციის საბჭოს ახალი წევრეების ასარჩევად???
დროა საპარლამენტო ოპოზიციამ იმოქმედოს.
ახლა მაინც უნდა დაინახონ , რომ მათი ყოფნა პარლამენტში მხოლოდ მაშველი რგოლის როლში ყოფნაა ქართული ოცნებისთვის.
ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილებს , ჭირდებათ ოპოზიცია მხოლოდ ფორმალური პოლიტიკური აქსესუარისთვის .
ამიტომაც , საჭიროა პრინციპული და თანმიმდევრული მოქმედება , რათა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ევროპულ გზას.”
კომენტარები