“იმედის” ჟურნალისტი, რუსა შელია:
“მტკიცებულებები გვაქვს და მალე გასაჯაროვდებაო.
როდის-მეთქი?
ანალიზი სჭირდება, ჟურნალისტებმა უნდა გამოაქვეყნონო… არ უთქვამს, რომელი ქვეყნის ჟურნალისტებს გულისხმობდა.
თუ მართლა უკვე მის ხელშია ეს მტკიცებულებები, ვთხოვე, ერთი კონკრეტული მაგალითის დასახელება, რომელი რუსული სანქცირებული კომპანია მუშაობს საქართველოში. ვერ გეტყვით, მტკიცებულებებს იკვლევენო…
დაახლოებით, 10 წუთი გავაგრძელეთ ეს კითხვა-პასუხი, მაგრამ მაინც ვერ ან არ მითხრა, რა კონკრეტული ფაქტები აქვს მოძიებული.
რესპოდენტებთან ძალიან იშვიათად კი ვიღებ სურათებს, მაგრამ ეს ორი ფოტო უნდა შემორჩეს ჩემსა და FB-მეხსიერებასაც.
“
კომენტარები