დეპუტატი, ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე:
“მარტივად რომ ავხსნათ, რა მოხდა სანქცირებული “როსნეფტის” ნავთობით დატვირთული გემის ბათუმში შემოსვლის ფაქტით. მნიშვნელობა არა აქვს, გემი რომელი ქვეყნის იყო. თურქული გემი არ ნიშნავს, რომ ნავთობი თურქეთში მიჰქონდა. ეს რომ სდომებოდა, ბათუმში არ შემოუხვევდა. თურქეთი არ უერთდება სანქციებს და ასე რომ მომხდარიყო, ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს. რუსული ნავთობი გემიდან უნდა დაცლილიყო ბათუმში, რის შემდეგადაც მოხდებოდა საქონლის წარმოშობის ქვეყნის შეცვლა (მიუთითებდნენ ყაზახეთს ან სხვა ქვეყანას) და შემდეგ გაიყიდებოდა ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში.
როგორც ჩანს, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავს მანიპულაციებს სხვა დროსაც და სხვა საქონელთან დაკავშირებითაც ექნებოდა ადგილი.
მსგავსი საკითხები სწორედ რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შესაძლებელი იყოს საჭირო 50 ხმის მოგროვება. ისე, ოპოზიციის ხმები ამისთვის საკმარისია. არის სხვა გამოსავალიც-სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია შეისწავლოს საბაჟოს საქმიანობა ამ კუთხით( რადგან ბათუმი კერძო პორტია და ამ უწყების პირდაპირ შემოწმებას არ ექვემდებარება). გაბედავს კი? არა, რა თქმა უნდა. რკინიგზაც კი ვერ შეუმოწმებიათ შვიდი თუ რვა წელია.
მოკლედ, მოვა დრო და ყველაფერს აეხდება ფარდა.
ვიღაცას სანქციები რომ არ ასცდება, ამაზე დიდი ხანია ვამბობ. ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე.”
კომენტარები