პოლტავას რეგიონში, კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე გუშინდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.
“უკვე ცნობილია 20-ზე მეტი დაღუპულისა და 59 დაჭრილის შესახებ, საიდანაც 25 ჰოსპიტალიზებულია. გარდა ამისა, არსებობს 40-ზე მეტი განცხადება დაკარგული პირების ახლობლებისგან, რომლებიც შესაძლოა სავაჭრო ცენტრში იყვნენ დაბომბვის დროს. ასობით მაშველი, პატრული და მშვიდობიანი მოქალაქე მუშაობს ნანგრევებში, ძებნა გრძელდება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ 28 ივნისს ბრიფინგზე .
Interfax-Ukraine.- ს ცნობით, რამდენიმე საათით ადრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ კრემენჩუკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევების 60% გაწმინდეს,
“ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სავაჭრო ცენტრის ნანგრევების 60% გაწმენდილია. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი ჯერ საბოლოო არ არის. მაშველები ხვალ დილამდე შეეცდებიან ნანგრევების დემონტაჟს, შემდეგ დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ცნობილი გახდება.”
კომენტარები