მსახიობი ზაზა კოლელიშვილი გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” ამბობს:
“ცეცხლზე ნავთს ვასხამ ალბათ, იმ პიროვნებამაც თქვა, რომ არ გინდა აფიშირებაო, მაგრამ ალბათ, დადგა დრო, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას. რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა, დღეს ვიქნებოდით უსახლკაროდ. ფილმის გამო ჩვენ ვალები წამოვიკიდეთ, იმიტომ, რომ სახელმწიფო დაფინანსება უცებ შეგვიწყდა. ეს არის “ომი და ქორწილი”, რომელიც იყო ცხინვალის ამბებზე. დავრჩით ბედის ანაბარა, დაწყებულია ფილმი, დასაწყისში ჩვენი სახსრები გვქონდა, ჯგუფი აყვანილია, გადაღება დაწყებული, კეთილი ხალხისგან დახმარებები წამოსული, ყველა გმირი ვინც გადარჩა ცხინვალის ომს, ეკრანზე ისევ ჯავშან-ჟილეტებში ჩაცმულები ჩემს გადაღებაზე იყვნენ…”
კომენტარები