ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოკოს უიშვიათესი სახეობა ზაფხულის ტრუფელი აღმოაჩინეს. სოკო ტყეში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ იპოვა.
AMBEBI.GE- თან გიორგი სულამანიძე, ამბობს:
– დაცულ ტერიტორიებზე ვფიქრობთ, რომ აქამდე გარეული ღორები გვასწრებდნენ სოკოს ამ სახეობის პოვნას, რადგან იმ ადგილებში, სადაც ვფიქრობდით, რომ შესაძლებელია სოკო ყოფილიყო ყოველთვის გვხვდებოდა ნაჩიჩქნები. დიდი ხანი ვცდილობდით რომ გვეპოვა, მიკოლოგები გამოთქვამდნენ ვარაუდს რომ საქართველოში ტრუფელის რამდენიმე სახეობა არსებობდა. გუშინ გაგვიმართლა და ტყეში ექვსი ტრუფელი ვიპოვეთ. უფრო მეტის მოძებნასაც შევძლებდით, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისი იყო, რომ სახეობა დაგვედგინა და სურათები გადაგვეღო.
ველაზე ძვირფასი დედამიწაზე რაც არსებობს, ზამთრის ტრუფელია. ის ძირითადად აუქციონზე გააქვთ ხოლმე და მისი ფასი სიდიდის მიხედვით იცვლება, 2000-5000 ევრომდე ღირს. ასევე ძალიან ძვირფასია თეთრი ტრუფელი. ჩვენ აღმოვაჩინეთ ზაფხულის შავი ტრიუფელი. საქართველოში ერთი კილოგრამის ფასი დაახლოებით 500 ლარია. ზოგ შემთხვევაში 1 გრ. 2 ლარი ღირს…
ტრუფელზე ლეგენდები არსებობს, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული გემო და სურნელი აქვს, მას სუნელის სახით იყენებენ სალათებში, გარკვეულ კერძებში, ახეხავენ ხოლმე. გარდა ამისა, შეიცავს აქტიურ ნივთირებებს, ლეგენდები დადის, რომ ეს უკავშირდება პოტენციას. ზეითუნის ზეთში გამოიყენება ასევე. მოლოდინები ძალიან დიდია, მაგრამ ეს კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც ჩვენი კულტურისთვის უცხოა.
ჩინელებს მოყავთ, მაგრამ იტალიური და ფრანგულის ტრუფელის მოყვანა არ გამოვიდა. ეს დაკავშირებულიაო ტყესთან და აუცილებლად იქ უნდა მოდიოდეს.
დაცულ ტერიტორიებს თავისი წესები აქვს, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას ასრულებს და რაც უფრო მეტი სახეობა იქნება მისი ქოლგის ქვეშ, ეს მის ღირებულებას უსვამს ხაზს. წელს 110 წელი შესრულდა რაც ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა. ყოველი ახალი სახეობის აღმოჩენა ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი საიდუმლო.
ამბები.ჯი
კომენტარები