ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მმართველი პარტიიდან წასული, სამი დეპუტატის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და წერს:
“ოცნების სამაიას პირველი ოპუსიდან:
“ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.”
მთავარი შეკითხვა მერამდენე ჭიქაზე შეჯერდით ამ სიბრძნეზე?
მეორე ნაკლებმნიშვნელოვანი შეკითხვა – რა თქვით ახლა ისეთი, რაც არ უთქვავს კობახიძეს, ღარიბაშვილს, ივანიშვილის ადვოკატს, ალუდას, ბეჟანს, ლაშხს და რაც მთავარია თქვენ თვითონ აქამდე?
მესამე უმნიშვნელო შეკითხვა-მწარეა არა კობახიძისნაირი ლაწირაკი რომ გკამანდირობს?”
კომენტარები