საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტერ მიკისკა ამბობს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული:
“ამ რეკომენდაციების შესრულება, პრიველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, რომლებიც უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ ამის შემდეგ კი შეგვიძლია გავმართოთ დისკუსიები, გვქონდეს კომუნიკაცია და განვიხილოთ როგორ იქნა შესრულებული რეკომენდაციები მთავრობის მიერ. იმის თქმა, რომ საქართველო 6 თვის შემდეგაც ვერ მიიღებს სტატუსს არის ნაადრევი, უნდა დაველოდოთ რას გააკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით და როგორ შეასრულებს ის ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს, ახლა კი ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ამაზე საუბარი ნაადრევია”, – თქვა პეტერ მიკისკამ.
კომენტარები