“ტვ პირველის” ინფორმაციით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, აშშ–ის საელჩოში ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელ ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.
ვატო წერეთელი, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ამბობს:
“საგიჟეთია… ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დპეუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ… ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200–300 სტუმარი. შოკში ვარ… წარმოგიდგენიათ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?
მივმართავ კელი დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროეთ კადრები, მიეცით კადრები მედიას, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს… მოხდა კრიმინალი თქვენ ტერიტორიაზე.
მე რომ ბევრი არ ვილაპარაკო. 200–მდე სტუმარი იყო… მივმართავ კელი დეგნანს, გაასაჯაროეთ კადრები. არ მაინტერესებს რომ ეს არის ქართული ოცნების დეპუტატები, 200–მდე კამერა იქნებოდა იქ… უამრავი თვითმხილველი იყო… მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი… მომიჭირა ხელზე ხელი… ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს… რაღაცეებს მიყვიროდა, მერე სახეში ხელი მომიქნია, სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა ორივე… ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არა აქვთ, ან სტუმართმასპინძლობა… ამას რომ დადგამ ამერიკის საელჩოს ეზოში… ელჩი იყო 50 მეტრში, სავარაუდოდ…
ისე უცებ მოხდა, ერთი ხელის მოქნევა, მერე მეორე, მერე ჭიქა მესროლა… ისე დავიბენი… ვერ მივხვდი. ჩავიცვი, მივედი ელჩთან შეხვედრაზე, 300–მდე ადამიანი იყო და ეს გარეწრები ფიზიკურად გამისწორდნენ… მთელი დასავლეთი აქ იყო… შოკში ვარ. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ალბათ, 15 წამში… არ ვიცი მიზეზი, ვიდექი ჩემთვის, რამოდენიმე ადამიანი იყო, დაიძრა დავინახე, მოყვა ეს ბანდა… შვილებს გეფიცები, ინგა, დარწმუნებული ვარ, რომ გაასაჯაროებს კადრებს და შოკში ჩავარდები… ხუთმა კაცმა რომ ხელით შეგდგეს საელჩოში, წარმოუდგენელია…
ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა…
ეს რომ ამერიკის საელჩოს მიღებაზე ხდება, წარმოგიდგენია ქვეყანაში რა ხდება…
ელჩი ვნახე… ბოდიშებს მიხდიდა… მოვთხოვე გაასაჯაროონ კადრები… ეს მოხდა ცენტრში, არის უამრავი თვითმხილველი… არ ვიცი რა უნდა ვქნათ, დედას ვფიცავარ, თუ ვიცოდე…”
კომენტარები