“გირჩი მეტი თავისუფლების” აქცია-პერფორმანსი სუსთან – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კრივის ხელთათმანებით მივიდნენ და დღეს მომხდარი არაერთი ძალადობრივი ფაქტი, ამ გზით გააპროტესტეს.
ბორის ჩელე ყურუა:
“მთელი დღეა, დღეს “ქართული ოცნება” გვირტყამს, გვცემს და ჩვენზე ძალადობს. თუ ეს ჰგონიათ პოლიტიკა, მაშინ მოვიდნენ და წესების დაცვით ვეჩხუბოთ ერთმანეთს, და თუ ეს არ ჰგონიათ პოლიტიკა, მაშინ აგვიხსნან რატომ აკეთებენ ამას. დღეს უკვე სტუდენტებს, აქტივისტებს სცემეს, ტვ პირველის მფლობელს დაარტყეს ხელი და ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე ხდება შეუძლებელი. თუ ეს არის პოლიტიკა მაშინ შევერკინოთ ერთმანეთს და გადავწყვიტოთ როგორც წესია ისე. თუ არადა მოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ იქცევიან ასე ცხოველებივით.”
კომენტარები