ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც ამასწინათ წერდა, ქალაქ ქუთაისში ძროხების გააადგილებასა და უხერხულობის აცილების ხერხებზე, ამ სტატუსზე მის მიმართ გამოხმაურებებს აქვეყნებს :
“ორი დღის წინ დავპოსტე თხოვნა-დისკუსია. ეგება და პირუტყვზე ფოტოების გადაღებას პირდაპირ ცხელ ხაზზე დარეკეთ, ან პარალელურად დარეკეთ, ან რაც გინდა ის ქენითთქო.
უამრავი გამოხმაურება მივიღე. გთავაზობთ რამდენიმეს:
– რასაც მინდა იმას გადავიღებ, თქვენ ვინ გეკითხებათ, მართლა კოლორიტი ხო არ გონია ამას მისი თავი.
– ვინ დაგნიშნა ამ ქალაქის კომბლედ?
– უზრდელი და სამარცხვინო კაცი ხარ. ჩვენ ძროხებს ვსდიოთ და შენ ხელფასი გიხადოთ?
– ძროხა ხარ შენ თვითონ!
– კაი ყველს და სულგუნს კი უხლაწუნებ მაგ ჟანგიან ყბაში და ძროხა არ გინდა ხო?
– ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველია. შეეშვით უწყინარ და სევდისთვალება ძროხებს.
– ევროპაში ირმები დადიან ქუჩაში და პოლიციაში კი არ რეკავენ. ისე ევროპა გინდა რო გკითხოს კაცმა.
– მეტის ღირსი ვართ ამდენს რო გვიბედავთ.
– პირი დაცემით ხო არა გაქვს გახეული? რავარც შენ გინდა ჭამა, ისე უნდა ძროხასაც.
P.S. ეს რაც ჩემს გვერდზე იყო. ახლა უნდა ნახოთ ვინც ჯგუფებში გააზიარა იქ რა ხდებოდა.
რაის ეროვნული თანხმობა და დეპოლარიზაცია, რა ეშველება ამ ხალხს?
არც არაფერი. კითხვა რიტორიკული იყო.”
კომენტარები