ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა ‘’ოდიში’’ 24-30 ივნისს ზუგდიდში ჩაატარა ხელოვნების VI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი არტ-კოლხი, რომელშიც მონაწილებდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ‘’თუთა’’ (ხელმძღვანელი დავით გირგვლიანი), ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’იმედი’’ (ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი).
ანსამბლმა ‘’თუთამ’’ მოიპოვა გრან-პრი, ხოლო ‘’იმედი’’-მა ლაურეატის წოდება.
დაჯილდოების ცერემონიალი და გალა-კონცერტი გაიმართა 29 ივნისს ანაკლიაში. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის მხატვრულ კოლექტივებთან ერთად მონაწილეობდნენ ლიეტუას, (სამხრეთ ამერიკა) კოლუმბიის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის მხატვრული კოლექტივები.
“ამას გარდა ჩვენმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ‘’მამული’’ (ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანი ჩიქოვანი), ფოლკლორულმა ანსამბლმა ‘’ლაკადა’’ (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია), ხალხურ საკრავთა ორკესტრმა ‘’თუთა’’ (ხელმძღვანელი დავით გირგვლიანი), ვოკალურმა ანსამბლმა ‘’ათინათი’’ (ხელმძღვანელი თამარ მიქავა) ქ.ჯვარში, ბათუმსა და ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებზე მოიპოვეს გრან-პრი. ამ სასწავლო წელს უკვე ექვსი გრან–პრის მფლობელები ვართ! გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც!” – წერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრი.
კომენტარები