უკრაინული Unian საკუთარ “ტელეგრამის არხში” რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობაში აღნიშნულია, რომ 92 წლის გორბაჩოვს დიაბეტი და თირკმელების პრობლემები დაუდგინდა და დიალიზის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადის.
ცნობისთვის, მედიამ საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ცრუ ინფორმაცია, რამდენჯერმე გაავრცელა წლების წინ.
კომენტარები