რამდენიმე წუთის წინ, ალტ-ინფომ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პოლიციამ მათზე იძალადა, დაუმტვრია აპარატურა, დააკავეს ბექა ვარდოსანიძე, ზურამ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.”
ალტ-ინფო რამდენიმე საათის წინ წერდა:
“მთაწმინდაზე ატარებენ გეი-ფესტივალს, ადგილის სპეციალურად შეარჩიეს. სპოცრაზმი ჰყავთ მობილიზებული.” – ისინი აცხადებდნენ იმასაც, რომ მართალია მთაწმინდის პარკში ღონისძიება 2 ივლისსაა დაგეგმილი, თუმცა, 1 ივლისს უნდა შეკრებილიყვნენ და ღამე გაეთიათ…
შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის 27 ივნისის განცხადებას:
“გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 28 ივნისს ვხსნით პრაიდ კვირეულს. წელს, ძალიან შეგნებულად და გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საზოგადოების პოლარიზაციის და განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე. არ ვატარებთ ღირსების მარშს. პრაიდ კვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია “კონსერვატიული მოძრაობა — ალტ-ინფო” ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.”
კომენტარები