მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი, ავრცელებს ფოტოს და წერს:
“ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული ვენის სამედიცინო კლინიკაში, სადაც გართულებების შემდეგ დამატებითი ოპერაცია გახდა ჩემთვის საჭირო, საკმაოდ რთული. ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი წამომყვა და იყო ჩემი პატრონი, დღედაღამე თავზე რომ მედგა და მივლიდა… არც კი ვიცი რა ქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია, ტყუპი და-ძმობა უფრო შეესატყვისება ალბათ, რადგან მაგალითად გემოვნებაში გვაქვს 99 კი არა 100 პროცენტიანი თანმთხვევა… ასევე მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი სიღრმე აქვს ბგერაში და ამიტომ გამოსდის ყანჩელი ყველაზე მაგრად!
დღეს მისი დაბადების დღეა, მე არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო, ამიტომ შორიდან საჯაროდაც (და ცხადია პირადადაც) ვულოცავ, საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!
ნატო მეტონიძეს გაუმარჯოს!!!”
კომენტარები