სამოქალაქო აქტივისტი რაჭიდან, გიორგი მაცაბერიძე:
“50 წლით, ბიზონებზე სანადიროდ გადასცეს რაჭის 105 ათასი ჰექტარი, ქართულ სახელ და გვარში გადაცმულ რუსებს. მე ჯერ არ შემხვედრია ამ ინფორმაციით გახარებული რაჭველი…
ვის სჯერა რომ 50 წლის შემდეგ, 2072 წელს, როცა ჩემი შვილი, სავარაუდოდ, იქნება ბებია, ეს რუსები აიკრავენ გუდა–ნაბად–კალაშნიკოვს, წავლენ და დაგვტოვებენ ბიზონის პირისპირ? – არავის.
რაჭას ხშირად ადარებენ შვეიცარიას და მეც ასე წარმომიდგენია მისი ევროპული მომავალი – განვითარებული ეკოტურიზმით და ხელულხლებელი ბუნებით და არა მამისონზე გაჭრილი გზით, რომელიც იქნება კიდევ ახალი საკონტროლო პუნქტი რუსეთთან და ვითომ რუსი ტურისტების პერსპექტივით, როგორც შეგვპირდა სახელისუფლებო სახე.
ჩრდილოეთით გზას კი არ უნდა ვჭრიდეთ, შესაძლებელი თუ იქნება, ვაშენებდეთ მთებს, მყინვარებს… წინ ევროპისკენ, უაროი ურუსეთს და არა ამ ორგანოების უინტელექტო გროვას, რომელსაც ხელისუფლება ჰქვია.
და ბოლოს ჩვენ რაჭველები და ზემოიმერლები ერთნაირად ვიგერიებთ ხოლმე ქორს, ვინც იცით, როგორ, დამეხმაროთ გავაგებინოთ ოლიგარქს – ბიძინა, ჰაი ჰოუ, ჰაი ჰოუ!”
კომენტარები