მოძრაობა “სირცხვილიას” წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე “შინ ევროპისკენ” შეკრებილებს გეგმის შემდეგი ეტაპი გააცნო:
“შემდეგი ნაბიჯი არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად, წყნარად გავატაროთ, თავს არ შეგაწყენთ ბევრი საუბრით. გვაქვს ეკრანზე თავშესაქცევები და გამოვიყენოთ ეს დრო, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ვინც დასაცავად არის მოსული ხელისუფლების, რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ეს ადამიანებიც გვჭირდება….
თუ ხელისუფლება არ ასრულებს ჩვენს პირობას და პრინციპში 1 საათი და 15 წუთი აქვთ 4 ივლისამდე და რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს კომფორტში არიან, ჩვენ აქ ვიკრიბებით და მათთვის თითქოს არაფერი იცვლება.
ამიტომ დილით ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით”.
აქციის 3 000 მონაწილე რუსთაველიდან “ოცნების” ოფისისკენ გაემართა
კომენტარები