“ენმ”-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
“აქ უნდა ეწეროს დედის გინება…
იმათი არა, ვინც თქვენ გგონიათ… იმათ იწვნიეს საკუთარი სიჯიუტის, უსაფუძვლო ამბიციების და ახლომხედველობის შედეგები დღეს,
( თუმცა არა მგონია ბოლომდე გაიაზრონ და ეჭვი მაქვს ისევ სხვისკენ გაიშვერენ ხელს. )
იცით ვისზე ვბრაზობ?
თქვენზე .
ახლა მოვედი სახლში დავჯექი ტელეფონით ხელში და აღმოვაჩინე რომ კაციშვილს არ მოსვლია აზრად უსაყვედუროს თავის თანამოაზრეს ,იმას, ვინც დღეს არ მოვიდა აქციაზე ან გაიქცა ერთ საათში.
ხო, არ ვარგოდა ის რაც ისმოდა , ხო, არ იციან ორგანიზატორებმა რა უნდა გააკეთონ და არც ეკითხებიან მათზე გამოცდილებს, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?
ცხვირს ვიბზუებთ და სახლებში მივდივართ?
ანუ აქციის ორგანიზატორებს გადავაბარეთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ახლა ვეჩხუბებით რაღაც არასწორად გვმართავთო?
რატომ არ მოხვედით ყველა?
რატომ გაბრაზდით და წახვედით სახლებში, ვის გაუბრაზდით?
სამხარაძემ რომ გვაგინა ყველას ერთად 2000 პოლიციელით გულგამაგრებულმა, იქ რომ ასიათასი ვყოფილიყავით გაბედავდა გინებას?
ვერა, ცხადია..
ჰოდა ყველამ საკუთარ თავს მოჰკითხოს და თავად რომ გააკეთებს მაქსიმუმს თავის შესაძლებლობის, მერე მოჰკითხოს სხვას.
ახალგაზრდებო! ?
სულ ეგ იყავით?
ჩაიფუშეთ?
მე, სამოცი წლის ქალი თუ დავდივარ ყველა აქციაზე და ბოლომდე ვრჩები, თქვენი მომავლისთვის, თქვენ ამ დროს სად ხართ?
მოკლედ აქციის ორგანიზატორები შეცდომებს გამოსწორებენ ან გამოვასწორებინებთ ? და ბოლოსდაბოლოს ჩავანაცვლებთ სხვებით და ჩვენ ვინ ჩაგვანაცვლებს?
უკრაინელები ჩამოვლენ ჩვენს მაგივრად თუ ბელორუსები?
ან გამოდით ყველა ყოველთვის ან ნურავის საყვედურობთ.
რომ გისმინოთ კაცმა სახელმწიფოს მართვისთვის ხართ ყველა სათითაოდ მზად და ცოტა სასაცილოა ხომ არაა ეს წუწუნი, არასწორად გვმართავენო?
მოდით ასიათასობით და დადექით!
რა მნიშვნელობა აქვს ორატორი ხმამაღლა ლაპარაკობს, წიკვინით, უტვინოა თუ ქათამი…
სისტემას აღელვებს და აინტერესებს მხოლოდ ჩვენი რაოდენობა!!!
შეიგნეთ ეს…
ვიქნებით ბევრი? ვიქნებით მტკიცეები?
პროცესში გამოჩნდება გეგმებიც და ლიდერებიც, რომლებიც უვარგისებს ბუნებრივად ჩაანაცვლებენ..
ასეთია სახალხო პროტესტის კანონზომიერება..
საოცარი ხალხი ვართ რაა, ჩვენნაირ ტიპებს ვეჩხუბებით, სათანადოდ რატომ არ დაგვმუხტეთ და აგვაგზნეთო..
მეტი რაღა უნდა დაიმუხტოთ ხალხო , ქვეყანას ვკარგავთ, მომავალს ვკარგავთ.
P.S.
ახლა ტელევიზორთან ჩასაფრებულმა მოპროტესტეებმა არ დამიწყოთ აქ კამათი და ჭკუის დარიგება ხალხის მართვის მეთოდებზე და უნარებზე, არ ვარ ხასიათზე.”
.
კომენტარები