პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი, 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით წერს ფეისბუქზე :
“ახლა ნიჰილიზმის დათესვის დრო არ არის , ეს ნიშნავს რომ “პუტინი” დარჩეს სათავეში, დიახ, შეცდომა ბევრს მოსდის და ეს თვალნათლივ გამოჩნდა ნებსით თუ უნებლიედ, არც ამას გავარჩევ ახლა ( შეიძლება ვიცი, მაგრამ არ ვარჩევ)შეცდომები კი მოსდით მათ ,ვინც მოქმედებაშია, უმოქმედო -მკვდარია მხოლოდ …. და მხოლოდ უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა, მოქმედებაში უნდა მოვიდეს ყველა უნდა იმოქმედოთ და კიდევ : გაერთიანება ჰქვია, როცა ყველა ერთიანდება პოლიტიკოსიც არაპოლიტიკოსიც , რიგითი მოქალაქეების უშუალო ჩართვა პროცესში, მიკროფონთან თუ ისე , ყველა ერთად, აი ამას ჰქვია გაერთიანება ,ახლა გაერთიანების დროა, ოღონდ სიტყვა “გაერთიანება” თითის ქნევას და დღის წესრიგის კარნახს ერთი ჯგუფის მიერ, ან ერთი პოლიტიკოსის მიერ გამორიცხავს, ძალა ერთობაშია, თორემ საქართველო ისტორიულ მარცხს იწვნევს და ეს მართლა სირცხვილი იქნება, ახლა დამუნათების დრო არ არის, არა!”
კომენტარები