ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მანიპურის შტატში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
მეწყერმა სარკინიგზო მშენებლობისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ტერიტორია მოიყოლა, შესაბამისად, დაღუპულთა უდიდესი ნაწილი მუშები არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს ხელს ძლიერი წვიმები და ახალი მეწყერები უშლის ხელს. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ამ დრომდე 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ბოლო კვირებში, სეზონურმა წვიმებმა და მუსონებმა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში არაერთი წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარლდა ასამის შტატი, სადაც გასულ თვეში, წყალდიდობასა და მეწყერს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა, მილიონობით ადამიანს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.
კომენტარები