ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
სამართალდაცავებმა რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს.
ამ გახმაურებული მკვლელობიდან გაუსაჯაროებელი კადრები ვრცელდება. კადრებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ჩანს როგორ აედევნა ბრალდებული, რაფაელ მურსაკულოვი 33 წლის ტურისტს მთაწმინდის ფერდობზე.
მურსაკულოვმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა.
„ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
კომენტარები