მსახიობი, ზურა პირველი:
“მე ჩემს აზრს გეტყვით:
ძალიან სერიოზული ადამიანები საშიშები არიან და ამახინჯებენ სამყაროს!
ვინც მხოლოდ პაზოლინის, იოსელიანის და ანტონიონის ფილმებს უყურებენ და მხოლოდ თომას მანს და დოსტოევსკის კითხულობენ… ან საერთოდ არაფერს არ უყურებენ და არაფერს არ კითხულობენ, სწორედ ისინი ძარცვავენ და ამახინჯებენ სამყაროს!
როცა უყურებ, ან კითხულობ ზღაპარს, ძალაუნებურად გახსენდება შენივე ფიქრები, გრძნობები და განცდები ბავშვობიდან… ის ფიქრები, რომელთაც დღეს უკვე აღარაფერი აღარ გახსენებს… მაგალითად: რას ნიშნავს დედის და მამის სიყვარული… არა ასაკიანი დედ-მამის, რომელზეც უნდა იზრუნო და მოუარო, არამედ ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანების, როდესაც შენ უსუსური იყავი, ისინი გივლიდნენ და შენ იყავი მათზე დამოკიდებული და არა ისინი შენზე… როგორ ელოდებოდი მათ სამსახურიდან დაბრუნებას… გვახსენებს პატარა რაღაცეების შიშს… გვახსენებს ზრუნვას არა საბანკო ანგარიშზე, ტრანსპორტზე, ან სამსახურზე, არამედ ბავშვურად სულელურ რამეებზე ზრუნვას და დარდს, რაც დღეს უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, სინამდვილეში კი ის სისულელეები ბევრად უფრო ფაქიზი და ამაღელვებელია… ყოველდღიური საზრუნავი გვავიწყებს ჩვენსავე თავს… ჰოდა, ზღაპრები გვახსენებს ჩვენს მივიწყებულ ფიქრებს და ცოტათი მაინც ვუახლოვდებით ჩვენსავე უკეთეს მხარეს.
შეგიძლიათ, დაიჯეროთ, რომ პუტინი, ან ივანიშვილი ზღაპარს უყურებს, ან კითხულობს?
გამორიცხულია!
ჯონსონი?
დარწმუნებული ვარ, დისნეის არცერთ პრემიერას არვ ტოვებს.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენი ბავშვობა!
არა ბიოგრაფია, არამედ ფიქრები, განცდები და შიშები!
პ.ს. მე დღემდე, 57 ასაკში, მახსოვს, რომელ საათზე უმთავრდებოდა სამსახური ადამიანს, რომელმაც დედ-მამა შემიცვალა.”
კომენტარები