“ტვ პირველი” აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“5 ივლისის დღემდე უცნობი კადრები, რომელიც სუს-ის არქივში ინახება და მზის სინათლე ერთი წლის შემდეგ იხილა. უმძიმესი დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულება. კადრებში ჩანს რა სისასტიკით უსწორდებიან მოძალადეები გოგონას.
მსხვერპლს ჯერ სათითაოდ ურტყამენ და შემდეგ უკვე მისი ჯგუფურად ჩაქოლვა იწყება. მიწაზე დავარდნილ გოგონას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ურტყამს წიხლებს. ჯგუფურ თავდასხმაში იმდენი მოძალადე მონაწილეობს, რომ კადრში უკვე მისი დანახვაც შეუძლებელია. მხოლოდ მისი ჩაფხუტი გდია შორიახლოს. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ძალოვანებმა შეგნებულად გადამალეს, რათა მოძალადეებისთვის ხელი დაეფარებინათ”
კომენტარები