„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს აგინა.
“იმედის” მტკიცებით, როდის გაასაჯაროებს ელენე ხოშტარიას ოჯახი დოკუმენტაციას რუსული ფინანსების მიღებასთან დაკავშირებით – ეს იყო შეკითხვა, რომლის დასმაც „ქრონიკამ“ გოგი ხოშტარიასთვის სცადა, თუმცა სატელეფონო საუბრისას, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედს“ წარმოადგენდა, მას აგინა და ტელეფონი გაუთიშა.
მოკლეტექსტური შეტყობინებით ელენე ხოშტარიამ „ქრონიკას“ უპასუხა, რომ მისმა ოჯახმა ინფორმაცია ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრს“ მიაწოდა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკური სტატია უნდა მოამზადოს.
კომენტარები