“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა , გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა.
როგორც მან ამ ჯგუფმა შექმნა “ოპერატიული ლეგენდა” იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანქციების დაწესება საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ხდება.
“სანქციები მოახლოვდა, და არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ახლა მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს, სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა”, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, სწორედ FSB-ს გეგმის ნაწილი იყო მმართველი გუნდიდან სამი დეპუტატის – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გასვლა.
“უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ, FSB-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ, პირდაპირ “ქართული ოცნების” ლიდერებს მიეცათ დავალება FSB-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით მიწოდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სწორედ ახლა, ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატორები FSB-ს მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ “ქართული ოცნების” ლიდერებს გზავნილებს. უფრო მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით”,
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა:
“როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით ამ FSB-ში დაწერილ ნარატივს, იცოდეთ რომ ეს არის FSB-ს კურატორების დავალებით გაკეთებული განცხადებები. მიზანი ამ ყველაფრის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ომის თემებზე სასაუბროდ.”
კომენტარები