საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი, ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ აქციაზე უსამშობლოო და უღმერთო ხალხი იდგა, ფეისბუქზე პასუხობს და წერს:
“ლომების ხროვას, თუ ცხვარი უდგას სათავეში, ყოველთვის დამარცხდება ცხვრის ფარასთან, რომელსაც ლომი ჰყავს სათავეში.
ჯერ არსად მინახავს, ნარცისების ამბოხი და რევოლუცია…
და განა, არის თქვენს შორის ისეთი, ვისაც სჯერა, რომ ქუჩაში გამოსული ასი ათასი, ან ხუთასი ათასი კაცი “წადი, წადი”-ს ძახილით, ამ კორუმპირებულ ხელისუფლებას მოუსვლელში გაუშვებს?
ამ ხალხს არ სჭირდება სნობიზმით დაავადებული სახეები (ან უხეშად რომ ვთქვათ, პერო გარჭობილი სნობები) ადამიანებს რომლებსაც კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ.
ეს არის ომი! ომი, ოცნების წინააღმდეგ კი არა, ომი რუსულ იმპერიასთან, რასაც სჭირდება სტრატეგიული უნარი, სიმამაცე და მიზანდასახულობა. ამ ომს პერფორმანსებით და ტუსოვკებით ვერ იგებენ, ვერც ტელეშოუებში პრანჭვით და პოზირებით.
მეტყვით: “ლიდერი არ გვყავსო”. არდა თითოეულმა თქვენგანმა ზუსტად იცით, თუ ვის შეუძლია ურჩხულის დამარცხება. იცით, მაგრამ გძულთ… და გძულთ იმაზე მეტად ვიდრე, თავად რუსეთის იმპერია…
ყველაზე დიდი საოცრება კი ის არის, რომ ეს სიძულვილიც მიმბაძველობის მანკიერ ფორმად ჩამოყალიბდა და გძულთ სხვების სიძულვილის ფონზე (გიტყდებათ, გეპაზორებათ)
გავიწყდებათ, რომ საქართველოს მთავრობას სრულად აკონტროლებს და მართავს, გამოცდილი რუსული გენერალიტეტი. მათ ზუსტად იციან მასების მანიპულირების ყველა მექანიზმი. იციან, როგორ გაანეიტრალონ აბობოქრებული ადამიანების ბრაზი და რა მიმართულება მისცენ ნებისმიერ სცენარს.
“აბა ომი მინდა?!” მე არა, ბატონებო… არც თქვენ… თუმცა ჩვენ უკვე ომში ვართ. ომში, რომელიც 2012 წელს გამოგვიცხადეს.
უნდა დასრულდეს ფეიკებთან ბრძოლა და ულტიმატუმები. რადიკალური რყევებითაა შესაძლებელი ამ ომში გამარჯვება და რადიკალიზმი სულაც არ ნიშნავს ქვების სროლას. ეს არის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე საზოგადოებისგან.
გვინდა ევროპა? ევროპის გზავნილი ნათელია: დეოლიგარქიზაცია!!!
დიპლომატიური ენით, სე რევოლუციას ნიშნავს, რადგან ოლიგარქებს დავარცხნილი პოლიტიკით ვერ იშორებენ.
და ბოლოს: ამ სიტყვებისთვის თავმოყვარე ერი, ამ უდღეურ დღეზე ნაშობს, მინიმუმ, სანაგვე ყუთში თავით ჩააყუდებდა!”

კომენტარები