უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონის გადადგომის გამო მწუხარება გამოთქვა და მას უკრაინის დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
“მეგობარო ბორის ჯონსონ, ყველა უკრაინელმა მწუხარებით მიიღო ის ამბავი, რომ თქვენ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვეთ. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ იმ გადამწყვეტი და უკომპრომისო დახმარებისთვის, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაგვიწიეთ. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით”. – წერს ზელენსკი.
კომენტარები