ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა განცხადება, რომ სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
თებერვლის ბოლოდან ოკუპანტებმა დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომელთა აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მშვიდობიან პერიოდშიც კი ძნელი იქნება აღდგენითი სამუშაოების ასეთი მასშტაბი. მათ აღდგენას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება – განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაის ინფორმაციით, რუსებს სურთ, შეცვალონ ადგილობრივი ხელისუფლება სევეროდონეცკში. ისინი ატარებენ დარჩენილი მოსახლეობის აღწერას, მათ შორის, ბავშვებისაც. ასევე, ქალაქში აღარ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგება, მოსახლეობა გაზითა და ელექტროენერგიით ვერ მარაგდება, არ მუშაობენ საკანალიზაციო და წყალსაქაჩი მოწყობილობები, რის გამოც ქალაქს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.
კომენტარები