ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა:
„ვიღაცამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. ამიტომაც ვაპირებ, „კონსერვატიული პარტიის“ მომდევნო ლიდერი და თქვენი პრემიერ-მინისტრი გავხდე. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ, ექნება თუ არა მომავალ თაობას უკეთესი მომავლის შანსი.“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.
კომენტარები