ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში მომხდარი უბედური შემთხვევის მსხვერპლი 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი გუშინ საღამოს ელექტრო ბოძზე ავიდა და მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
„საშინელება ხდება სოფლის ცენტრში, შუქიც ჩაქრა და ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, მანამდე დაიღუპა ალექსი თუ ბოძზე ასვლისას. მე ავადმყოფი მეუღლე მყავს და ვერ ვტოვებ მარტოს. საშინელი კივილის ხმა მესმის” – თქვა ერთ ერთმა ადგილობრივმა.
“ყველა გაგვაჩუმაა კლასელი კი არა ყველაფერი იყოო ჩვენი ძმა წავიდა, ჩვენი ღირსეული კაცი….”
ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო. შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი კაცი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.
კომენტარები