„ბატონო მერო, ავტობუსის მძღოლად გააფორმეთ თედო ისაკაძე, რადგან ბატონ თედოს მოტოციკლეტზე კატაობამ ჯანმრთელობა მკვეთრად დაუზიანა“
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია სოციალურ ქსელში აუდიო-ჩანაწერს აქვეყნებს და წერს:
პატივცემულო საზოგადოებავ, მსურს თქვენი ყურადღება ერთ პატარა ამბავს მივაპყრო , რომელიც უკავშირდება ერთ უწყინარ ფოტოს და ამ ფოტოსადმი მიძღვნილ ასევე უწყინარ ჩემს ფეისბუქპოსტს, სადაც ,,ქართული ოცნების” წევრები ძველი მოდელის მოტოციკლეტზე არიან წამომჯდარნი და ნეტარებას არიან მიცემულნი.
ჩემმა პოსტმა ერთ-ერთი მათგანის, ბატონი თედო ისაკაძის გაღიზიანება გამოიწვია და ბატონი თედო პოსტის გაზიარებისთვის თავს დაესხა ჩემს მეგობარ დათო სორდიას.
(ციკლიდან: ქართული ო(ყ)ნების ჯარისკაცები
ამ ფოტომ ერთი ქართული ფილმი გამახსენა – ,,კეთილი ადამიანები” და ამ პოპულარული ფილმიდან არანაკლებ პოპულარული სიმღერა – ,,მეგობარს ჩახედე თვალებში.”
ჩახედეთ თვალებში, მეგობრებო, ამ ,,კეთილ ადამიანებს,” როგორ უციმციმებთ სიხარულით სავსე თვალები, როგორი გახარებულები არიან და რაც მთავარია, რაოდენ დიდია, საბჭოთა ანტიკვარულ მოტოციკლეტზე წამოსკუპებულებში, დიდი საბჭოეთისადმი ნოსტალგია?!
С новым годом, дорогие товарищи, с новым годом, ანტრიკოტა – ანტიკვარებო!!!)
აქვე ვაქვეყნებ ამ ფოტოს და თედო ისაკაძისა და დათო სორდიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.
მოტოციკლეტისტი ფედია, ფედია ბაიკერი, დათო სორდიას მობილურზე ურეკავას და ემუქრება-ჩემი ფოტო რატომ გიდევს ფეისზე, მიქაიას საშაყირო კომენტარებითო.
ამიტომ, შე ასეთო და შე ისეთო, სადაც გინდა მნახე, ჩემი ტელეფონის ნომერიც იციო!
თუმცა, აქ ყველაზე მთავარი და სასაცილო ის არის, რომ ფედია მოტოციკლეტისტი დათოს ურჩევს, რაც აქვს ის შეირგოს!
ფიოდორ დოროგოი! ძალიან მაინტერესებს, რა გვაქვს ან დათოს, ან მე, ან ჩვენს მეგობრებს თქვენგან ისეთი რომ შევირგოთ?!
გარდა შეურაცხყოფისა, შენნაირი ნაბიჭვარი ლ. ჩიკვაიძის მიერ სამსახურებიდან გათავისუფლებისა და სიმართლის თქმისთვის ნაჯახით დადევნებისა?!
აბა, შეგვახსენე ფედია!!!
არჩევნების მოახლოებისას კი მოგეცა ლხენა, ყველანი ცერებზე დგახართ, არიქა მიქაიამ და მისმა მეგობრებმა მხარი დაგვიჭირონ თორემ ოცნებისა და მისი ბრიყვების იმედად ფონს ვერ გავალთო.
ფედიკ! ფრთხილად ჩემო კარგო, შენ ქართული ო(ყ)ნების ნამდვილ ჯარისკაცებს დაემუქრე და მათ ეკაჩავე!!!
ისე, მე რატომ არ დამირეკე და არ მომთხოვე პასუხი, რა იყო, დათო დაბალ ღობედ მიიჩნიე თუ?!…
თუმცა, კარგია, რომ ოცნებაში დამკვიდრებულ ,,ტრადიციას” აგრძელებ!!!
რა ხანია ჩემი ვიდეოების თუ პოსტების გაზიარებისთვის ადამიანებს სამსახურებიდან ყრით და ფიზიკურადაც უსწორდებით. მიდი, ფედია, გააგრძელე, თან კარგად მომისმინე, სად გნახოთ შე უტრაკო ყარაჩოღელო, ორთაჭალის ბაღში ხომ არა?!
ან იქნებ პლაჟზე, როცა ძმაკაცის ფალოსს ქვებს და ჩუსტებს უშენთ და ,,ძველბიჭობთ?!”
ცოტა ფრთხილად, ანტრიკოტას ანტიკვარებო, თქვე გოგიტა პაპაშვილის ოდეერებო, და ნაცების შნირებო,
ასეთი ტონით ერთმანეთთან ილაპარაკეთ!!!
და ბოლოს, ფიოდორ! მიდი ახლა ედიკას საფლავთან და იმ ძაღლისშვილს საფლავში ჩასძახე- ცოცხალი ვარ ცოცხალი-თქო, დღემდე შენი ტრფობით ვიწვები-თქო, მოვკვდები და ფერფლად გადაგეყრები-თქო!!!
თავის დროზე, მიშა თვითმფრინავით მაფრინდებოდა, თქვენ კი, ყველანი ერთად, იმ მოტოციკლეტზე წამოსკუპდით და ანძასთან, თქვენს მიერ შემოხაზული გამოსაქანებელი ადგილიდან გამოქანდით!
ვაი თქვენს პატრონს!!!
P.S. მივმართავ კახა კალაძეს!
ბატონო მერო!
როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერია კვლავ აპირებს ლურჯი ავტობუსების შემოყვანას დედაქალაქში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი და ჩემი მეგობრების თხოვნა და ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლად გააფორმოთ ბატონი ისაკაძე, რადგან ბატონ თედოს მოტოციკლეტზე კატაობამ ჯანმრთელობა მკვეთრად დაუზიანა, უბრალოდ, იგი გაცივდა და საღერღელიც აერია.
მისთვის ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე დანიშვნა, ვფიქრობ , სხვა თუ არაფერი, მადლის მოსხმა მაინც იქნება თქვენი მხრიდან, რადგან ბატონი ისაკაძე ავტობუსში გათბება, ძვლებიც გაუთბება და რაც მთავარია, გაულღვება გაყინული ტვინი!
მითუმეტეს, რომ იგი საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და პროფილურადაც მისაღები იქნება ბატონი ისაკაძის ამ საქმიანობით დატვირთვა.
პატივისცემით კახა მიქაია.
კომენტარები