ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში 40 წლამდე მამაკაცი, ხიდიდან ტირიფონის არხში გადავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდს მოაჯირი არ აქვს, რის გამოც მამაკაცმა თავი ვერ შეიმაგრა და არხში ჩავარდა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ ხიდი განახლდეს და მოაჯირები გაუკეთონ.
კომენტარები