რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 31 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა.
“რუსი ოკუპანტების მასიური სარაკეტო იერიშების შედეგად, ხარკოვში აგრეთვე დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, სახლები და მანქანები. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია რაკეტის ფრაგმენტები, რომელიც ურაგანის მრავალგამშვები სარაკეტო სისტემიდანაა”. – ამბობს ხარკოვში ეროვნული პოლიციის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, სერჰი ბოლვინოვი.
კომენტარები